მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

თურნავა ავიაკომპანია Myway-ს წარმომადგენლებს შეხვდა

61b39360da654
თამთა ჯიჯავაძე
10.12.21 21:49
413
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა ავიაკომპანია Myway-ს წარმომადგენლებს შეხვდა.

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე განხილული იყო სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ კანონმდებლობის შესაბამისად ავიაკომპანიისთვის ლიცენზიის შეჩერების საკითხის გარეშემო არსებული კითხვები. სააგენტოს განმარტებით, ავიაკომპანია Myway-ს სტრუქტურა და პარტნიორობის თანაფარდობა მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისი არ არის, რის გამოც ავიაკომპანიას ამ ეტაპზე ლიცენზია შეუჩერდა.

თურნავას განცხადებით, ჩვენი კანონმდებლობით ცალსახად არის დადგენილი, რომ საქართველოში რეგისტრირებული ავიაკომპანიის გადაწყვეტილების მიმღები პარტნიორი უნდა იყოს საქართველოს მოქალაქე.

„შესაბამისად გადაწყვეტილება მიღებულია კანონმდებლობით. თუმცა ვისაუბრეთ, რომ გაგრძელდება საუბარი და მუშაობა სამოქალაქო ავიაციის სააგენტოსთან ერთად იმაზე, თუ როგორ უნდა უპასუხოს კომპანიამ საბოლოო ჯამში საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ ყველა მოთხოვნას, რათა შემდგომში კვლავ მიმართოს სააგენტოს და მოხდეს ლიცენზიის ხელახლა გაცემა. ჩვენ ამის ძალიან დიდი იმედი გვაქვს“, - აღნიშნა ნათია თუნავამ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები