მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თურნავა: ევროკავშირი პანდემიით გამოწვეული კრიზისის დროს ძალიან სოლიდურად დაგვიდგა გვერდში

5ebe322bca35a
BM.GE
15.05.20 10:05
787
"ევროკავშირი რეფორმების განხორციელების პროცესში ყოველთვის საქართველოს გვერდითაა და ახლაც, პანდემიით გამოწვეული კრიზისის დროსაც ძალიან სოლიდურად დაგვიდგა გვერდში", - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ, რომელმაც მისასალმებელი სიტყვით მიმართა სტრატეგიული ცენტრის StrategEast-ის მიერ ორგანიზებული ვირტუალური შეხვედრის მონაწილეებს.

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე განხილული იყო ევროკავშირის პროგრამები, რომლებიც აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლას შეეხება.

მისასალმებელ სიტყვაში, ნათია თურნავამ ვირტუალური შეხვედრის მონაწილეებს გააცნო საქართველოს მთავრობის წარმატებული გამოცდილება კორონავირუსის გავრცელების პრევენციის კუთხით და აღნიშნა, რომ ეფექტურად მართულმა ანტიკრიზისულმა პოლიტიკამ ქვეყანას ეკონომიკის ეტაპობრივი გახსნის შესაძლებლობა მისცა. მინისტრმა შეხვედრის მონაწილეებს მიაწოდა ინფორმაცია პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვის განახლებულ სტრატეგიაზე და იმ სექტორებზე, რომლებზეც მთავრობა პოსტკრიზისული პროგრამის ფარგლებში აქცენტს გააკეთებს ღირებულებათა ჯაჭვში ჩართვის და შესაბამისი ინვესტიციების მოზიდვის მიმართულებით.

"ვისარგებლე ამ შემთხვევით და მოვუყევი, რომ ჩვენ მალე გავხსნით ჩვენს ტურისტულ ბაზარს, ჩვენ ვართ პირველი ქვეყანა რეგიონში, რომელმაც უცხოელი ტურისტების მასპინძლობის ძალიან ზუსტი თარიღი დაასახელა. შეხვედრაზე ასევე ვისაუბრეთ სხვადასხვა ანტიკრიზისულ ღონისძიებაზე, რომლითაც საქართველოს მთავრობამ ეფექტურად უპასუხა ამ გამოწვევას", - განაცხადა ნათია თურნავამ.

შეხვედრაში ასევე მონაწილეობდა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები