მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თურნავა: "იმერეთი ერთ-ერთი მხარეა, სადაც გაზის ახალი ქსელის დაფარვის რეკორდული ციფრები გვაქვს"

61324cb2911a4
BM.GE
03.09.21 20:45
506
„აქტიურად ვმუშაობთ საყოფაცხოვრებო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებაზე, დაწყებულია გაზიფიკაციის ძალიან მასშტაბური პროექტი და იმერეთი არის ერთ-ერთი მხარე, სადაც ახალი გაზის ქსელის დაფარვის რეკორდული ციფრებია“ - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ ტყიბულში, „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატის დავით ჩერქეზიშვილის წარდგენაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მინისტრის ინფორმაციით, სამწლიან პერიოდში რეგიონის 46 დასახლებული პუნქტი მოექცა გაზიფიცირების გეგმაში და ამას კიდევ დაახლოებით 30 დასახლებული პუნქტი დაემატება.

„აქედან 8 სოფელი იქნა გაზიფიცირებული ტყიბულში, მაგრამ, რა თქმა უნდა, ეს არ არის საკმარისი და გაძლევთ პირობას, რომ პროცესი გაგრძელდება და გაზი მაქსიმალურად იქნება მიწოდებული ოჯახებში - ეს ნიშნავს ახალ სამუშაო ადგილებს, ახალი მცირე სასტუმროების განვითარებას და უკეთეს ცხოვრების პირობებს“ - აღნიშნა ნათია თურნავამ.

მინისტრმა ასევე იმედი გამოთქვა, რომ ტყიბულის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ოჯახები, მეწარმეები აქტიურად ისარგებლებენ მთავრობის მიერ დაანონსებული ახალი პროგრამებით, რომლებიც ეკო და აგროტურიზმის განვითარებაზეა ორიენტირებული

„პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში ჩვენ წამოვიწყეთ პირდაპირ ტურიზმზე, მათ შორის ეკო და აგროტურიზმზე ოროენტირებული ახალი პროგრამები, სადაც მეწარმეებს ვთავაზობთ არამარტო სესხის პროცენტის თანადაფინანსებას, პრაქტიკულად, უფასო სესხს, არამხოლოდ თანაუზრუნველყოფას, არამედ გრანტსაც. ეს არის კარგი სიახლე და დარწმუნებული ვარ, რომ ბევრი მცირე მეწარმე, ბევრი ოჯახი ტყიბულის მუნიციპალიტეტშიც ისარგებლებს ამ დახმარებით. ჩვენი კარი, რა თქმა უნდა, ყველასთვის ღიაა“ - განაცხადა ნათია თურნავამ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები