მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თურქეთი, ირანი... - სად ვყიდულობთ სტაფილოს და ბოლოკს, რომლის იმპორტმა $1 მილიონს გადააჭარბა?

სტაფილო და ბოლოკი

წელს, 5 თვეში სტაფილოსა და ბოლოკის იმპორტი გაიზარდა. უფრო კონკრეტულად, 2026 წლის იანვარ-მაისში საქართველოში სტაფილოსა და ბოლოკის იმპორტმა $1.25 მლნ შეადგინა. ამ თანხით 5 თვეში 5 529 ტონა პროდუქტი შევიძინეთ. მაშინ როცა, 2025 წლის ანალოგიურ პერიოდში იმპორტის ღირებულება $1.21 მილიონი იყო, ხოლო მოცულობა 5 523 ტონა. შესაბამისად, წლიურ ჭრილში იმპორტის ღირებულება 3.3%-ით გაიზარდა, ხოლო მოცულობა პრაქტიკულად უცვლელი დარჩა.

იმპორტის სტრუქტურაში უდიდესი წილი თურქეთზე მოდის. მიმდინარე წლის პირველ ხუთ თვეში თურქეთიდან საქართველოში $982 ათასის ღირებულების 4 395 ტონა სტაფილო და თალგამი შემოვიდა. მეორე ადგილზეა ირანი - $252 ათასის ღირებულების 1 076 ტონით, ხოლო მესამე პოზიციას აზერბაიჯანი იკავებს, საიდანაც $19 ათასის ღირებულების 58 ტონა პროდუქცია შემოვიდა.

გასული წლების მონაცემები აჩვენებს, რომ სტაფილოსა და თალგამის იმპორტი წლიდან წლამდე სტაბილურად იზრდება. 2021 წლის იანვარ-მაისში საქართველოში $588.1 ათასის ღირებულების 3 277 ტონა პროდუქცია შემოვიდა. 2022 წელს მაჩვენებელი $740.9 ათასამდე და 3 773 ტონამდე გაიზარდა, 2023 წელს კი $1.01 მლნ-სა და 4 295.5 ტონას მიაღწია. ზრდის ტენდენცია 2024 წელსაც შენარჩუნდა, როდესაც სტაფილოსა და ბოლოკის იმპორტმა $1.13 მლნ, ხოლო მოცულობამ 5 019 ტონა შეადგინა. 2025 წლის იანვარ-მაისში კი ქვეყანაში უკვე $1.21 მლნ-ის ღირებულების 5 524 ტონა პროდუქცია შემოვიდა.

მონაცემები აჩვენებს, რომ ბოლო ხუთ წელიწადში სტაფილოსა და თალგამის იმპორტის ღირებულება ორჯერ მეტია, ხოლო მოცულობა თითქმის 70%-ით გაიზარდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები