მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თურქეთი ხორბლის იმპორტის შეზღუდვას გეგმავს

იმპორტი

თურქეთმა შესაძლოა ხორბლის იმპორტი შეზღუდოს. როგორც გამოცემა kommersant.ru წერს, შეზღუდვა იმოქმედებს 21 ივნისიდან 15 ოქტომბრამდე. გამოცემის ცნობით, ინფორმაციას თურქეთის სოფლის მეურნეობის სამინისტრო ადასტურებს. აღნიშნული გადაწყვეტილება უარყოფითად აისახება რუსული ხორბლის ექსპორტიორებზე, ვინაიდან რუსეთისთვის ამ კუთხით თურქეთი უმსხვილესი ბაზარია.

აღსანიშნია, რომ „რუსაგროტრანსის“ მონაცემებით, 2023 წლის ივლისიდან 2024 წლის მაისამდე პერიოდში, რუსეთმა 50.5 მილიონი ტონა ხორბლის ექსპორტი განახორციელა, რაც 10 მლნ ტონით მეტია გასული სეზონის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. მთლიანი სეზონის მაჩვენებლების მიხედვით, რომელიც ივნისის ბოლოს სრულდება, ექსპორტმა, შესაძლოა, 54.4 მლნ ტონა შეადგინოს.

რუსეთის მარცვლეულის ექსპორტიორთა კავშირის მონაცემებით, აპრილის შუა პერიოდის მაჩვენებლების თანახმად, თურქეთი რუსული ხორბლის რიგით მეორე უმსხვილესი იმპორტიორია. პირველ ადგილს ეგვიპტე იკავებს, მესამეს - ბანგლადეში, ტოპ-ხუთეულში პაკისტანი და ალჟირიც შედიან.

რაც შეეხება ფასს, 3 ივნისის მონაცემებით, 12.5%-იანი პროტეინის შემცველობით რუსული ხორბლის საშუალო ფასი ტონაზე 252-255 დოლარამდე გაიზარდა, მაშინ როცა ერთი კვირის წინ 242-246 დოლარი იყო.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები