მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

თურქეთი უკრაინას დახმარებას და მოლაპარაკების პროცესის მასპინძლობას სთავაზობს

ზელენსკი ერდოღანი

პრეზიდენტ რეჯეპ ტაიპ ერდოღანის განცხადებით, თურქეთის მზად არის, სამშვიდობო მოლაპარაკების პროცესში მედიატორის როლი შეასრულოს და აშშ-ის, რუსეთისა და უკრაინის დელეგაციებს უმასპინძლოს.

როგორც ჩანს, ამ გადაწყვეტილებით ერდოღანს კონკურენციის გაწევა საუდის არაბეთისათვის სურს, რომელმაც, ცოტა ხნის წინ, სამშვიდობო მოლაპარაკების პირველ რაუნდს უმასპინძლა და გამორჩეული მედიაციისათვის მხარეების მხრიდან შექებაც დაიმსახურა.

როგორც ერდოღანი აღნიშნავს, თურქეთის მთავრობას რუსეთ-უკრაინის კონფლიქტის ანატომია კარგად ესმის, რადგან მოლაპარაკების პირველი მცდელობა 2022 წელს სწორედ სტამბოლში შედგა, როდესაც მხარეებმა „მარცვლეულის შეთანხმებას“ მიაღწიეს.

ერდოღანის თქმით, ომი აუცილებლად უნდა დასრულდეს და რეგიონში მშვიდობა დამყარდეს, თუმცა ეს ისე უნდა მოხდეს, რომ კონფლიქტში ჩართული ორივე მხარის ინტერესები იქნეს გათვალისწინებული. ამასთან, თურქეთის ლიდერის აღნიშნავს, რომ კონფლიქტის დასრულების შემდეგ, ქვეყანას უკრაინის დახმარება და რეკონსტრუქციის პროცესში ჩართვა შეუძლია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები