მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

თურქეთიდან ჩინეთისკენ პირველი საექსპორტო მატარებელი დაიძრა, რომელიც საქართველოსაც გაივლის

5fca8a87e480e
თამთა ჯიჯავაძე
05.12.20 00:00
5311
პირველი სატვირთო საექსპორტო მატარებელი, რომელიც თურქეთიდან საქართველოს გავლით ჩინეთში უნდა ჩავიდეს, უკვე დაიძრა. ამის შესახებ თურქული მედია წერს.

მატარებელმა სტამბოლის ევროპული ნაწილიდან აიღო გეზი, ის მარმარაის გვირაბის შემდეგ ქოჯაელის პროვინციას, დედაქალაქ ანკარას, აღმოსავლეთ ყარსის პროვინციას გაივლის და საქართველოს საზღვრის გადმოკვეთის შემდეგ, ახალქალაქის სადგურზე გაჩერდება. შემდეგ კი აზერბაიჯანისკენ გაემართება და ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტის და ყაზახეთის გავლით ჩინეთის სიანის პროვინციაში ჩავა.

ის ჯამში 8 693 კილომეტრს დაფარავს, და გადაკვეთს ორ კონტინენტს, ორ ზღვას და ხუთ ქვეყანას, რათა ტვირთი ჩინეთში ჩაიტანოს. რეისს 12 დღე დასჭირდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები