მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

თურქეთის ავიახაზები ბორტზე წესრიგის დასამყარებლად ჯარიმებს აწესებს – რა უნდა იცოდეთ?

Turkish airlines

თურქეთის სახელმწიფო ავიაკომპანია Turkish airlines-ი ბორტზე ქცევის წესებს ამკაცრებს. წესების დაუმორჩილებლობის შემთხვევაში მგზავრებს არა მხოლოდ გააფრთხილებენ დააჯარიმებენ კიდეც. როგორც თურქული მედია წერს, ახალი წესები ფრენის უსაფრთხოების გაუმჯობესების მიზნით ამოქმედდა. მგზავრები დაჯარიმდებიან იმ შემთხვევაში თუ უსაფრთხოების ქამრის სიგნალის გამართვამდე და თვითმფრინავის სრულად გაჩერებამდე ფეხზე ადგებიან.

ახალი რეგულაციები თურქეთის სამოქალაქო ავიაციის ხელისუფლების ორ მაისს მიღებულ გადაწყვეტილებებს ეფუძნება. განახლებული პოლიტიკის მიხედვით, უსაფრთხოების ღვედის ნიშნის გამორთვამდე ფეხზე წამოდგომის გარდა, ზედა საბარგულის გახსნისთვისაც დაჯარიმდეს მგზავრი.

ახალი წესების დამოუმორჩილებლობის შემთხვევაში შესაძლოა მგზავრები ავიაკომპანიის შავ სიაშიც მოხვდნენ ან უკიდურეს შემთხვევაში მათ წინააღმდეგ სამართლებრივი პროცედურები დაიწყოს. ახალი წესები არა მხოლოდ Turkish airlines-ს არამედ თურქეთში რეგისტრირებულ სხვა ავიაკომპანიებზეც ვრცელდება, თუმცა როგორც Flag Carrier-ი ვალდებულია ერთ-ერთმა პირველმა დანერგოს ახალი წესები. ჯერჯერობით ადმინისტრაციული ჯარიმის მოცულობა უცნობია.

Turkish airlines-ი საქართველოს საავიაციო ბაზრის ერთ-ერთი ლიდერია. შარშან თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან კომპანიამ ნახევარ მილიონზე მეტი მგზავრი გადაიყვანა, მას საქართველოს ბაზარზე 2024 წელს მხოლოდ Wizz air-ი უსწრებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები