მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

თურქეთის და სირიის ლიდერები სტრატეგიული პარტნიორობის დაწყებას განიხილავენ

ალ-შარაა და ერდოღანი

მრავალწლიანი დაპირისპირების და კონფლიქტის შემდეგ, თურქეთი და სირია სტრატეგიული პარტნიორობის დაწყების პერსპექტივას განიხილავენ, რაც ბაშარ ალ-ასადის რეჟიმის დამხობასთან და სირიაში ახალი მთავრობის ფორმირებასთან არის დაკავშირებული.

ამ სიახლის შესახებ ცნობები თურქეთის დედაქალაქიდან გავრცელდა, სადაც რეჯეპ ტაიპ ერდოღანმა და სირიის ახალმა პრეზიდენტმა, აჰმედ ალ-შარაამ ისტორიული მნიშვნელობის შეხვედრა გამართეს.

როგორც პრესკონფერენციიდან გახდა ცნობილი, სირიის ახალი მთავრობა თურქეთს მოკავშირედ განიხილავს, ამიტომ ის ყველაფერს იზამს საზღვართან არსებული ვითარების გამოსასწორებლად, ტერორიზმის პრობლემის მოსაგვარებლად და ქვეყნებს შორის ურთიერთობის გასაუმჯობესებლად.

გარდა ამისა, ლიდერებმა საჯაროდ დაადასტურეს, რომ სირია და თურქეთი სტრატეგიული პარტნიორობის დაწყების პერსპექტივას აქტიურად განიხილავენ, რაც, მართალია, მყისიერად ვერ მოხდება, თუმცა ამ მიმართულებით დამასკო დიდ ნაბიჯებს დგამს.

როგორც ერდოღანი აღნიშნავს, ალ-ასადის რეჟიმის დამხობით თურქეთსა და სირიას შორის მიმდინარე 13-წლიანი სისხლის ღვრა დასრულდა და ქვეყნებს შორის ურთიერთობის ახალი ეპოქა დაიწყო, რომელიც მეგობრობაზე დგას და არც მტრობაზე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები