მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თურქეთის ელჩი: სეზონურ სამუშაოებზე წამსვლელებს შემცირებული ხელფასები დახვდებათ

60c0ff9883996
თამთა ჯიჯავაძე
09.06.21 23:40
2590
საქართველოში თურქეთის ელჩის, ფატმა ჯერენ იაზგანის განცხადებით, სეზონურ სამუშაოებზე დასაქმებულებს, წელს თურქეთში შემცირებული ხელფასები დახვდებათ. ამის მიზეზი მისი თქმით, ადგილობრივი ვალუტის გაუფასურებაა.

„თურქეთში ხელფასები ვალუტის გაუფასურების გამო შემცირდა. ქართველმა სეზონურად დასაქმებულებმა, შესაძლოა თურქეთში ვეღარ იპოვონ იმ ანაზღაურებად სამსახური, რა ანაზღაურებითაც ადრე საქმდებოდნენ. არიან ადამიანები, რომლებიც წლების განმავლობაში ერთსა და იმავე დამსაქმებელთან ჩადიოდნენ, ხშირად ისინი ერთი ოჯახივით ხდებოდნენ“, - აღნიშნა ელჩმა BMG-სთან ინტერვიუში.

მან საქართველოს მოქალაქეებს, რომელთაც თურქეთში სეზონურ სამუშაოებზე წასვლა და დასაქმება სურთ, კიდევ ერთხელ მოუწოდა, ეს ლეგალური გზით გააკეთონ და დარეგისტრირდნენ შესაბამის პორტალზე.

„მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ახლოს ცხოვრობთ, მიუხედავად იმისა, რომ კარგად იცნობთ ამ ქვეყანას, მაინც სხვა ქვეყანაში ხართ და რაიმე რომ მოხდეს, თურქეთში უზრუველყოფილი უნდა იყოთ სოციალური დაცვით. ამას ვეუბნები განსაკუთრებით ქალებს, დარეგისტრირდით და მიიღეთ შესაბამისი ნებართვა“, - განაცხადა ელჩმა.

ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ თურქულმა მედიამ დაწერა, რომ თურქეთში სეზონურად დასაქმებული საქართველოს მოქალაქეები, წელს აფრიკის ქვეყნებიდან ჩასულმა დროებით დასაქმებულებმა ჩაანაცვლეს, ვინაიდან საქართველოს და თურქეთს შორის სახმელეთო საზღვრები ჩაკეტილი იყო. თუმცა, 1 ივნისიდან, საქართველომ სახმელეთო საზღვრები გახსნა.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს მოქალაქეები, განსაკუთრებით, აჭარიდან, გურიიდან და სამეგრელოდან თურქეთში სეზონულ სამუშაოებზე - ძირითადად ჩაის ან თხილის კრეფვის დროს, ხშირად დადიან.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები