თურქეთის კონკურენციის საბჭო აცხადებს, რომ ილონ მასკის დაჯარიმების გადაწყვეტილება მიიღეს. საბჭოში აცხადებენ, რომ მასკი Twitter-ის გასულ წელს მიღებული შემოსავლის 0.1%-ით დაჯარიმდება, რადგან მან კომპანია კონკურენციის საბჭოს ნებართვის გარეშე იყიდა.
გავრცელებულ განცხადებაში წერია, რომ Twitter-ის მფლობელს ამ გადაწყვეტილების სასამართლოში გასაჩივრება მომდევნო ორი თვის მანძილზე შეუძლია.
თებერვალში მთავრობამ ქვეყანაში Twitter მას შემდეგ დაბლოკა, რაც მიწისძვრის საპასუხო ზომებთან დაკავშირებით მთავრობის მიმართ კრიტიკული პოსტები ვრცელდებოდა. 2022 წლის ოქტომბერში ილონ მასკმა Twitter 44 მილიარდ დოლარად იყიდა. ტვიტერის ყიდვისთანავე მან 7500-მდე თანამშრომელი, ანუ დასაქმებულთა თითქმის ნახევარი სამსახურიდან გაუშვა.