მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

თურქეთის ოპოზიციამ არჩევნებში ერდოღანის მეტოქე დაასახელა

6406f7a61ded5
მარიამ ვარადაშვილი
07.03.23 12:41
754
თურქეთის ოპოზიციის გადაწყვეტილებით, ქემალ ქილიჩდაროღლუ მაისში დაგეგმილ არჩევნებში მათი საერთო კანდიდატი და რეჯეპ ტაიპ ერდოღანის მთავარი მეტოქე იქნება. თითქმის ექვსთვიანი კონსულტაციის შემდეგ ოპოზიციამ ის პრეზიდენტობის კანდიდატად დაასახელა. 74 წლის ქილიჩდაროღლუ თურქეთის სიდიდით მეორე პარტიას მეთაურობს.

ანკარაში მხარდაჭერების მიმართვისას ოპოზიციის საპრეზიდენტო კანდიდატმა განაცხადა, რომ მისი მიზანია თურქეთი აქციოს მშვიდობიან და კეთილდღეობის ქვეყნად. მედია წერს, რომ არსებულ ვითარებაში ქილიჩდაროღლუს უპირატესობები ქვეყანაში არსებული ეკონომიკური კრიზისი, გაზრდილი ინფლაცია და თებერვლის დასაწყისში დამანგრეველი მიწისძვრაა, რომელსაც ათასობით ადამიანი შეეწირა და საზოგადოება ღიად აკრიტიკებს მთავრობის საპასუხო ნაბიჯებს.

ოპოზიცია გაზაფხულზე დაგეგმილ არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში ამომრჩეველს ჰპირდება, რომ პრეზიდენტის გარკვეულ უფლებამოსილებას შეზღუდავს და საპარლამენტო სისტემის ელემენტებს გააძლიერებს. თურქეთის ოპოზიცია 2019 წლიდან აქტიურად თანამშრომლობის და სწორედ ამ თანამშრომლობის წყალობით მათ სტამბოლის არჩევნებში წარმატებას მიაღწიეს, თუმცა გასული წლის ბოლოს სტამბოლის მერი დააპატიმრეს. სწორედ ექრემ იმამოღლუ განიხილებოდა ერდოღანის მთავარ მეტოქედ. ერდოღანის თქმით, 10 მარტს ხელს მოაწერს განკარგულებას არჩევნებისთვის მომზადების შესახებ.

ხელმოწერის შემდეგ დაიწყება 60-დღიანი წინასაარჩევნო პერიოდი და არჩევნები სავარაუდოდ 14 მაისს გაიმართება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები