თურქეთის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში, სათხილამურო კურორტზე, სასტუმროში გაჩენილ ხანძარს მინიმუმ 10 ადამიანი ემსხვერპლა, დაშავებულია 32 ადამიანი - ინფორმაციას უცხოური მედია ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრზე დაყრდნობით ავრცელებს.
ბოლუს პროვინციაში, კარტაკალიის კურორტზე, ხანძარი ადგილობრივი დროით 03:27 საათზე გაჩნდა, რა დროსაც სასტუმროში 234 სტუმარი იმყოფებოდა.
მინისტრის ინფორმაციით, ადგილზე 267 მეხანძრე-მაშველია მობილიზებული.
ხანძრის გაჩენის მიზეზებსა და სხვა დეტალებზე პრესკონფერენციას ქვეყნის შინაგან საქმეთა, ტურიზმისა და ჯანდაცვის მინისტრები კურორტზე ჩასვლის შემდეგ გამართავენ.