მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

თურქეთის სათხილამურო კურორტზე გაჩენილი ხანძრის შედეგად მსხვერპლი 66-მდე გაიზარდა

fire

კარტალკაიაში, თურქეთის სათხილამურო კურორტის სასტუმროში წუხელ ღამით გაჩენილი ხანძრის მსხვერპლი 66-მდე გაიზარდა, დაშავებულთა ზუსტი რაოდენობა კი უცნობია.

როგორც ბოლუს პროვინციის ხელისუფალი, აბდულაზიზ აიდინი ადგილობრივ მედიასთან აცხადებს, ცეცხლის ადგილობრივი დროით 03:27 საათზე, Grand Kartal Hotel-ის სარესტორნო სივრცეში გაჩნდა, რა დროსაც სასტუმროში 234 დამსვენებელი იმყოფებოდა. მისივე ინფორმაციით, ორი ადამიანი მას შემდეგ დაიღუპა, რაც მათ ცეცხლიდან გასაღწევად ფანჯრიდან გადახტომა სცადეს.

თურქეთის ხელისუფლებას ცეცხლის გაჩენის მიზეზზე ამ დრომდე არ უსაუბრია. ადგილობრივ მედიასთან საუბარში აცხადებენ, რომ მიმდინარეობს გამოძიება. მედიის ინფორმაციით, ხანძარი ამ დროისთვის სრულად ლიკვიდირებულია.

როგორც თვითმხილველები აცხადებენ, სასტუმროში გამაფრთხილებელი სახანძრო განგაში არ ჩართულა. ცეცხლს გადარჩენილი უცნობი პირი კი თურქულ ტელევიზიასთან ამბობს, რომ ადამიანთა ნაწილი სიკვდილს გვერდით მდგომი შენობის სახურავზე გადახტომით გადაურჩა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები