აშშ-ირანის სამხედრო დაპირისპირების ფონზე, თურქეთის ცენტრალურმა ბანკმა საკუთარი ოქროს მარაგები 120 ტონით შეამცირა, რაც 20 მილიარდი დოლარის ეკვივალენტია.
ოფიციალური უწყების განმარტებით, ეს გადაწყვეტილება გეოპოლიტიკური დაძაბულობის ესკალაციასა და რეგიონში გაზრდილ ეკონომიკურ გაურკვევლობას უკავშირდება.
თურქეთის ხელისუფლება ოქროს ადგილობრივ ბაზარზე ლიკვიდურობის შენარჩუნებისა და ეროვნული ვალუტის სტაბილურობის უზრუნველყოფის მიზნით ყიდის, რადგან საომარი მოქმედებების დაწყებისთანავე, მოსახლეობის მხრიდან მყარ აქტივებზე მოთხოვნა მნიშვნელოვნად გაიზარდა.
შესაბამისად, ცენტრალურმა ბანკმა შიდა ბაზარზე არსებული დეფიციტი საკუთარი მარაგების ხარჯზე შეავსო, რაც კრიზისულ ვითარებაში სტანდარტული პრაქტიკაა.
ოქროს რეზერვის ამოქმედების მიუხედავად, თურქეთის ეროვნული ვალუტა მაინც რეკორდულად არის გაუფასურებული და ერთი ამერიკული დოლარის კურსი ამჟამად 44.6 ლირას აღწევს.




























