მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

თურქეთის ცენტრალურმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი შეამცირა

თურქეთის ცენტრალური ბანკი

თურქეთის ცენტრალურმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთის 150 საბაზისო პუნქტით შემცირების გადაწყვეტილება მიიღო, რის შედეგად ქვეყანაში ძირითადი განაკვეთი 39.5%-დან 38%-მდე შემცირდა.

ცენტრალური ბანკის მხრიდან 1.5%-იანი ინტერვენცია შემცირებული ინფლაციითაა განპირობებული, რომელიც 31%-ის ფარგლებშია, რაც მარეგულირებელ ორგანოს მონეტარული პოლიტიკის შემსუბუქების საშუალებას აძლევს.

განაკვეთის შემცირების ფონზე, ეროვნული ვალუტა ახალ ანტირეკორდულ ნიშნულამდე გაუფასურდა და ერთი ამერიკული დოლარის გაცვლითმა კურსმა 42.7 ლირა შეადგინა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები