თურქეთის ცენტრალურმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთის უცვლელად დატოვების გადაწყვეტილება მიიღო, რის შედეგად ქვეყანაში ძირითადმა განაკვეთმა 45% შეადგინა.
როგორც ჩანს, ცენტრალური ბანკის ახალ ხელმძღვანელს, ფატიჰ კარაჰანს მიაჩნია, რომ 65%-იანი ინფლაციის დასაძლევად მონეტარული პოლიტიკის დამატებით გამკაცრება აღარ არის საჭირო და უწყებამ არსებული პოლიტიკა უნდა შეინარჩუნოს.
ცნობისთვის გეტყვით, რომ ბოლო 8 თვის განმავლობაში თურქეთის ცენტრალურმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი 36.5 პროცენტული პუნქტით გაზარდა, რაც მსხვილ ეკონომიკებს შორის უპრეცედენტო მაჩვენებელია.
გამკაცრების მიუხედავად, ფაქტია, რომ ქვეყანაში ინფლაცია ვერ იძლევა და მკაცრი მონეტარული პოლიტიკის გატარების პარალელურად, მთავრობის მხრიდან ფისკალური ზომების მიღებაცაა საჭირო.