მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

თურქეთმა 92 ქვეყანასთან ავიარეისების აღდგენის შესახებ მოლაპარაკებები დაასრულა – Dailysabah

5f392543aa5bb
თამთა ჯიჯავაძე
16.08.20 18:00
1734
თურქეთმა 92 ქვეყანასთან ავიარეისების აღდგენასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები დაასრულა. ამის შესახებ თურქული მედია Dailysabah-ი ქვეყნის ტრანსპორტისა და ინფრასტრუქტურის მინისტრზე დაყრდნობით წერს.

მედიის ცნობით, 13 აგვისტოს მდგომარეობით, თურქეთი 48 ქვეყანასთან უკვე ახორციელებს რეისებს. აღნიშნულ ქვეყნებს შორის არის აზერბაიჯანი, ბელარუსი, ბელგია, რუსეთი, კანადა, დანია, ეგვიპტე, საფრანგეთი, გერმანია, ისრაელი, იტალია, შვედეთი, შვეიცარია, დიდი ბრიტანეთი, უკრაინა, აშშ, ნიდერლანდები და სხვა. ჩამონათვალში საქართველო არაა.

ასევე ცნობილია, რომ ყაზახეთთან ავიამიმოსვლას თურქეთი 1 სექტემბრიდან განაახლებს. კიდევ რომელ ქვეყნებთან გეგმავს თურქეთი რეისების აღდგენას, უცნობია. 

ცნობისთვის, თურქეთში კორონავირუსით ინფიცირების 248 117 შემთხვევაა ჯამში დაფიქსირებული. დაიღუპა 5 955 ადამიანი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები