თურქეთმა ბრიტანეთთან და გერმანიასთან Eurofighter Typhoon-ის ტიპის 40 გამანადგურებლის შეძენაზე შეთანხმებას მიაღწია. დაახლოებით €5-მილიარდიანი გარიგების დადება საკმაოდ დიდ ხანს გაიწელა.
მიზეზი გერმანიის ფედერალური უსაფრთხოების საბჭოს თანხმობის არარსებობა და ბრიტანულ მხარესთან მემორანდუმის დადების დაგვიანება გახდა. რეგიონული დაძაბულობის ფონზე 40 გამანადგურებლის შეძენა ერდოღანის ხელისუფლების მხრიდან შეიარაღების გაძლიერების კუთხით გადადგმული კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯია.
ევროპული ქვეყნები თურქეთისთვის მოიერიშეების გადაცემას მომავალ თვეებში დაასრულებენ. აღსანიშნავია, რომ NATO-ს წევრ სამ ქვეყანას შორის თანამშრომლობის ეს მასშტაბი კიდევ ერთხელ ადასტურებს ჩრდილოატლანტიკური ორგანიზაციის ერთიანობას და აქარწყლებს უსაფუძვლო მოსაზრებებს NATO-ს შიგნით არსებული დაპირისპირებების შესახებ.




























