მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თურქეთმა META-ს $37-მილიონიანი ჯარიმა დააკისრა

fb

თურქეთის კონკურენციის სააგენტომ ამერიკულ ტექნოლოგიურ გიგანტ Meta-ს 37 მილიონი დოლარის მოცულობის ჯარიმა დააკისრა.

მარეგულირებლის განმარტებით, Meta-ს შვილობილი პლატფორმების, კერძოდ, Facebook-ის, Instagram-ის, WhatsApp-ის და Threads-ის მეშვეობით აქტიურად ირღვეოდა მომხმარებლების მონაცემების გაზიარების წესები, რის გამო კომპანიას სანქცია დაეკისრა.

როგორც ირკვევა, Meta-ს სისტემა სოციალური ქსელებიდან მიღებულ მონაცემებს ერთმანეთს უკავშირებდა, რაც კომპანიას არასამართლიან უპირატესობას აძლევდა სხვა პლატფორმებთან მიმართებით. მაგალითად, ახალი სოციალური ქსელის, Threads-ის ალგორითმის გამოსაკვებად Meta-მ Facebook-ის მონაცემთა ბაზები გამოიყენა, რისთვისაც თურქეთში ცალკე ნებართვის მიღება იყო საჭირო.

გამოიწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღე დღის მთავარი სიახლეები