მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თურქეთმა ნავთობის ახალი საბადო აღმოაჩინა

63984401272eb
გიორგი თოლორდავა
13.12.22 14:01
1049
პრეზიდენტ რეჯეპ ტაიპ ერდოღანის განცხადებით, თურქეთში, გაბარის მთის ახლოს გეოლოგებმა ნავთობის ახალი საბადო აღმოაჩინეს, რომლის სავარაუდო მოცულობა 150 მილიონ ბარელს შეადგენს.

ერდოღანის განმარტებით, ეს 2022 წლის ერთ-ერთი უდიდესი აღმოჩენაა და მისი პოტენციური ღირებულება 12 მილიარდ დოლარს აღწევს.

რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული საერთაშორისო სანქციებისა და ემბარგოს ფონზე, თურქეთი აქტიურად ზრდის ენერგორესურსების მოპოვების ზრდას. გარდა ამისა, ქვეყნის მასშტაბით აქტიურად მიმდინარეობს გეოლოგიური კვლევები, რათა ბუნებრივი რესურსები მაქსიმალურად იქნეს ათვისებული, საბადოები კი დროულად აღმოჩენილი.

მომავალი წლის ბოლოსთვის თურქეთს ნავთობის დღიური წარმოების 100,000 ბარელით გაზრდა სურს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები