მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თურქეთმა ნავთობის ახალი საბადო აღმოაჩინა

645106c4a95f9
გიორგი თოლორდავა
02.05.23 16:51
6646
თურქეთში, გაბარის მთის ახლოს გეოლოგებმა ნავთობის ახალი საბადო აღმოაჩინეს, რომლის სავარაუდო მოცულობა რამდენიმე მილიონ ბარელს აღწევს. ქვეყნის ენერგეტიკის სამინისტროს ინფორმაციით, საბადოს შესახებ ზუსტ მონაცემებს პრეზიდენტი რეჯეპ ტაიპ ერდოღანი თავად გაავრცელებს.

აღსანიშნავია, რომ გასული წლის დეკემბერში თურქეთმა 150 მილიონი ბარელის მოცულობის საბადოც აღმოაჩინა, რომლის პოტენციური ღირებულება 12 მილიარდ დოლარს აღწევდა.

რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული საერთაშორისო სანქციებისა და ემბარგოს ფონზე, თურქეთი აქტიურად ზრდის ენერგორესურსების მოპოვების პროცესს. გარდა ამისა, ქვეყნის მასშტაბით აქტიურად მიმდინარეობს გეოლოგიური კვლევები, რათა ბუნებრივი რესურსები მაქსიმალურად იქნეს ათვისებული, საბადოები კი დროულად აღმოჩენილი.

აქვე გასათვალისწინებელია ის ფაქტიც, რომ თურქეთში საპრეზიდენტო არჩევნები ახლოვდება, ენერგეტიკის სექტორში მიღწეულ პოზიტიურ შედეგებს კი რეჯეპ ტაიპ ერდოღან დიდ პოლიტიკურ მნიშვნელობას ანიჭებს.

მომავალი წლის ბოლოსთვის თურქეთს ნავთობის დღიური წარმოების 100,000 ბარელით გაზრდა სურს, რაშაიც ახალი საბადოები საკვანძო როლს შეასრულებენ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები