მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

თურქეთმა ოქტომბერში 3.5 მილიონ საერთაშორისო მოგზაურს უმასპინძლა

619b991a4c46c
ნათია თაქთაქიშვილი
23.11.21 00:15
782
თურქეთის კულტურისა და ტურიზმის სამინისტროს განცხადებით, ქვეყანამ ოქტომბერში 3.5 მილიონ საერთაშორისო მოგზაურს უმასპინძლა, რაც პანდემიამდე მდგომარეობას 19%-ით ანუ 4.3 მილიონი ტურისტით ჩამორჩება.

სამინისტროს მონაცმებით, საერთაშორისო მოგზაურებს შორის ყველაზე დიდი პოპულარობით ანტალია სარგებლობდა - კურორტს ოქტომბერში 1.6 მილიონი ტურისტი ეწვია.

აღსანიშნია, რომ ვიზიტორებს შორის მეორე ყველაზე პოპულარული ქალაქი სტამბოლი გახდა, რომელმაც 1,2 მილიონი უცხოელი ტურისტის მიზიდვა შეძლო, ხოლო მესამე ადგილზე ედირნეა, ქალაქი რომელიც თურქეთის ჩრდილო-დასავლეთში მდებარეობს და ბულგარეთს და საბერძნეთს ესაზღვრება - კურორტმა 244, 002 უცხოელი სტუმარი მიიღო.

უწყების ცნობით, თურქეთს ყველაზე მეტი ტურისტი რუსეთიდან ეწვია და მათმა რიცხვმა 905,379 შეადგინა, რაც თურქეთში განხორციელებული სრული საერთაშორისო ვიზიტების, დაახლოებით, 26%-ია. მეორე ქვეყანა, საიდანაც თურქეთში ყველაზე მეტი ტურისტი ჩავიდა, გერმანიაა, საიდანაც თურქეთს 476,370 ვიზიტორი ეწვია, ხოლო მესამე ადგილზე უკრაინაა 217,608 ტურისტით. აღსანიშნავია, რომ პირველ ხუთეულში შევიდა ბულგარეთი (171,601 ვიზიტორი) და ირანი (155.714 ვიზიტორი).

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები