მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თურქეთში არჩევნების მეორე ტური 28 მაისს გაიმართება

64623dba3adc6
მარიამ ვარადაშვილი
15.05.23 18:13
732
თურქეთში არჩევნების მეორე ტური 28 მაისს გაიმართება, რადგან რეჯეპ ტაიპ ერდოღანმა და მისმა მთავარმა მოწინააღმდეგემ ქემალ ქილიჩდაროღლუმ ხმების 50%-ზე მეტი ვერ მიიღეს.

ოპოზიციის კანდიდატმა უკვე დაადასტურა მეორე ტურში მონაწილეობის მზაობა და თქვა, რომ მეორე ტურში ნამდვილად გაიმარჯვებენ.

საარჩევნო საბჭოს ხელმძღვანელის, აჰმეტ იენერის თქმით, წინასწარი შედეგებით, ერდოღანს ამომრჩეველთა ხმების 49.51%, ხოლო ქილიჩდაროღლუს - 44.88% აქვს.

ერდოღანისთვის, რომელიც თურქეთს 20 წელია მართავს, ეს ყველაზე დაძაბული არჩევნები იყო. როგორც BBC წერს, არჩევნების შედეგები მნიშვნელოვანი იყო დასავლეთისთვისაც, რადგან ოპოზიციის კანდიდატი ქილიჩდაროღლუ გამარჯვების შემთხვევაში პირობას დებდა, რომ აღადგენდა ქვეყანაში დემოკრატიას და NATO-ს წევრებთან ურთიერთობას. თავის მხრივ ერდოღანის მთავრობა ევროკავშირს თურქეთის გაწევრიანების პროცესის გაყინვაში ადანაშაულებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები