მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თურქეთში დამანგრეველი მიწისძვრებისგან მიღებული ზარალი $34 მილიარდს აჭარბებს - WB

6407238ac9c3c
მარიამ ვარადაშვილი
07.03.23 15:48
665
მსოფლიო ბანკის შეფასებით, ორი დამანგრეველი მიწისძვრის შედეგად თურქეთს 34.2 მილიარდი დოლარის მოცულობის ზარალი მიადგა, რაც ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის თითქმის 4%-ს შეადგენს. ამ თანხიდან ნახევარზე მეტი [დაახლოებით 18 მილიარდი დოლარი] საცხოვრებელ სახლებზე მოდის, შემდეგ არის საჯარო ინფრასტრუქტურა [სკოლები, საავადმყოფოები და სხვა], სადაც ზარალის ოდენობა თითქმის 10 მილიარდ დოლარს აღწევს.

გამოქვეყნებულ ანგარიშში ბანკი ასევე მიუთითებს, რომ დანგრეული შენობების აღდგენის ხარჯები გაცილებით დიდი იქნება, ასევე უფრო დიდია ზარალის მშპ-სთან თანაფარდობაც, რადგან მიწისძვრებმა ქვეყნის ეკონომიკის შეფერხებაც გამოიწვია, რაც ამ გათვლებში ასახული არ არის.

6 თებერვალს თურქეთსა და სირიაში დამანგრეველი მიწისძვრა მოხდა, რომელსაც ათასობით ადამიანი შეეწირა. მათ შორის, საქართველოს მოქალაქეებიც. თურქეთის საგანგებო სიტუაციების სამსახურის ცნობით, 7.7 მაგნიტუდის მიწისძვრის ეპიცენტრი თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთში, კაჰრამანმარაშის პროვინციაში მდებარეობდა. განმეორებითი მიწისძვრა მოხდა თურქეთში ჰათაის პროვინციაში 20 თებერვალსაც.