მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თურქეთში ინფლაცია 38%-მდე შემცირდა | ლირა რეკორდულად უფასურდება

64a531008293a
გიორგი თოლორდავა
05.07.23 13:10
805
თურქეთში წლიური ინფლაციის დონე 38%-მდე შემცირდა, რაც ორწლიან მინიმუმს წარმოადგენს.

ოფიციალური უწყების ინფორმაციით, გასულ თვესთან შედარებით, ივნისში სამომხმარებლო ფასები 3.9%-ითაა გაზრდილი, რაც ანალიტიკოსების პროგნოზთან შედარებით უკეთესი შედეგია.

აღსანიშნავია, რომ ექსპერტთა ნაწილი ოფიციალურ მონაცემებს არ იზიარებს და ამტკიცებს, რომ ქვეყანაში რეალური ინფლაციის დონე 150%-ის ფარგლებშია.

მაღალი ინფლაციის დასაძლევად გასულ თვეს თურქეთის ცენტრალურმა ბანკმა უპრეცედენტო გადაწყვეტილება მიიღო. ქვეყანაში რეფინანსირების განაკვეთი 8.5%-დან პირდაპირ 15%-მდე გაიზარდა. მსგავსი გადაწყვეტილება ეროვნულ ბანკს თავისი არსებობის ისტორიაში არასოდეს მიუღია.

ინფლაციის მაჩვენებლის შემცირებისა და მონეტარული პოლიტიკის გამკაცრების მიუხედავად, თურქული ლირა რეკორდულ გაუფასურებს განაგრძობს. დღეს ერთი ამერიკული დოლარის ღირებულებამ 26.1 ლირას მიაღწია, რაც ისტორიული მაქსიმუმია. ცენტრალური ბანკის განცხადებით, გაცვლითი კურსის დასასტაბილურებლად სავალუტო რეზერვების გამოყენება უახლოეს მომავალში დაგეგმილი არ არის.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები