მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თურქეთის ცენტრალურმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი 35%-მდე გაზარდა

თურქული ლირა

თურქეთის ცენტრალურმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთის 500 საბაზო პუნქტით გაზრდის გადაწყვეტილება მიიღო, რის შედეგად ქვეყანაში ძირითადმა განაკვეთმა 35%-ს მიაღწია.

აქამდე განაკვეთი 30% იყო, თუმცა ის ვერ აღმოჩნდა საკმარისი ინფლაციური წნეხის დასაძლევად, რადგან გასულ თვეს ქვეყანაში სამომხმარებლო ფასების ზრდის დონე 61%-მდე გაიზარდა.

ცენტრალური ბანკის მხრიდან 5%-იან ინტერვენცია სწორედ გაზრდილი ინფლაციით და გაუფასურებული ეროვნული ვალუტითაა განპირობებული. მოგეხსენებათ, ერთი ამერიკული დოლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი 28 ლირას აჭარბებს, რაც თურქეთის ეროვნული ვალუტის გაუფასურების რეკორდული მაჩვენებელია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები