მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თურქეთის ცენტრალურმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი 17.5%-მდე გაზარდა | ლირა უფასურდება

64b921b9755a7
გიორგი თოლორდავა
20.07.23 16:15
1036
თურქეთის ცენტრალურმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთის 250 საბაზო პუნქტით გაზრდის გადაწყვეტილება მიიღო, რის შედეგად ქვეყანაში ძირითადმა განაკვეთმა 17.5%-ს მიაღწია. მიუხედავად ასეთი მკვეთრი ინტერვენციისა, თურქეთის ეროვნული ვალუტა რეკორდულ გაუფასურებას განაგრძობს.

დღეს ერთი დოლარის ოფიციალურმა გაცვლითმა კურსმა 27 ლირას მიაღწია, რაც ლირის გაუფასურების ისტორიული მაჩვენებელია. ერთწლიან პერიოდში თურქეთის ეროვნული ვალუტის ვარდნის მაჩვენებელი 37%-ს აღწევს.

ბოლო პერიოდში ვალუტის გაუფასურება პირდაპირ კავშირშია ქვეყნის ცენტრალურ ბანკთან, რომელმაც მონეტარულ პოლიტიკასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება სწორედ დღეს მიიღო. ბაზრის მონაწილეების შეფასებით, რეფინანსირების განაკვეთი დამატებით 500 საბაზო პუნქტით უნდა გაზრდილიყო, ანუ ორჯერ მეტით, ვიდრე ის რეალურად გაიზარდა. ბუნებრივია, შედარებით მსუბუქი მონეტარული პოლიტიკა ტრეიდერებმა ნეგატიურად მიიღეს, რადგან ეროვნული ვალუტის სიმყარე პირდაპირაა დამოკიდებული საპროცენტო განაკვეთებზე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები