მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თურქეთში ინფლაცია 51%-მდე შემცირდა

642aa11b32c35
გიორგი თოლორდავა
03.04.23 14:11
490
თურქეთის მასშტაბით წლიური ინფლაციის დონე 55%-დან 51.3%-მდე შემცირდა. მიუხედავად თურქსტატის მიერ გასაჯაროებული შემაშფოთებელი მონაცემებისა, ეკონომისტთა ნაწილი მიიჩნევს, რომ ქვეყანაში რეალური ინფლაციის დონე გაცილებით უფრო მაღალი, ოფიციალურ მონაცემებზე თითქმის ორჯერ მეტია. 

სტატისტიკის სამსახურის განმარტებით, მარტში ინფლაციური მონაცემების შემცირება წინა წლის მაღალი საბაზო მაჩვენებლითაა განპირობებული და არა უშუალოდ სამომხმარებლო ფასების მკვეთრი შემცირებით.

თურქეთში ინფლაციის დონის ზრდის ერთ-ერთი მთავარი განმაპირობებელი მიზეზი მონეტარული პოლიტიკის შემსუბუქება და ცენტრალური ბანკის მიერ რეფინანსირების განაკვეთის 19%-დან 8.5%-იან ნიშნულამდე შემცირებაა, რაც პრეზიდენტ რეჯეპ ტაიპ ერდოღანის დაჟინებული მოთხოვნით იყო განპირობებული. ერდოღანის განცხადებით, მონეტარული პოლიტიკის შემსუბუქების პროცესი მომავალშიც გაგრძელდება და მისი მთავრობისგან სხვას არაფერს არ უნდა მოველოდეთ.

მიუხედავად მაღალი ინფლაციისა, თებერვალში თურქეთის ცენტრალურმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი დამატებით 50 საბაზო პუნქტით, 8.5%-იან ნიშნულამდე შეამცირა.