მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რამდენად მაღალია ინფლაცია ევროპის კონტინენტზე? - ინფოგრაფიკი

63fccb87ca97a
შოთა ტყეშელაშვილი
28.02.23 00:00
1057
სტატიაში საუბარია:

ევროსტატმა ევროპის ქვეყნების ინფლაციის 2023 წლის სტატისტიკური ანგარიში გამოაქვეყნა. მისი მიხედვით, ევროკავშირში იანვარში საშუალო წლიურმა ინფლაციამ 10% შეადგინა. ეს დეკემბერში არსებულ 10.4%-იან ინფლაციასთან შედარებით 0.4 პროცენტული პუნქტით შემცირდა. ევროპის კონტინეტნზე ყველაზე მაღალი 57%-იანი ინფლაცია თურქეთშია, მეორე ადგილს 26%-ით უნგრეთი, მესამეს კი 21%-ით ლატვია იკავებს.

ინფლაციის დონით, რაც იანვარში 9.4%-ს შეადგენდა, საქართველო შვედეთსა და გერმანიას შორისაა. უშუალოდ ევროზონის ინფლაციის დონემ იანვარში 8.7% შეადგინა.

საქართველოს ეროვნული ბანკის შეფასებით, ინფლაციამ შემცირება მეორე კვარტლიდან უნდა დაიწყოს. სებ-ის საბაზო პროგნოზით ის ჯერ 5.5%-მდე, შემდეგ კი წლის ბოლოსთვის 3.6%-მდე შემცირდება.

ინფლაცია რეიტინგი
Infogram

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები