მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თურქეთში ინფლაცია 55%-მდე შემცირდა

6401ebb76f645
გიორგი თოლორდავა
03.03.23 17:00
777
თურქეთის მასშტაბით წლიური ინფლაციის დონე 57%-დან 55%-მდე შემცირდა.

სტატისტიკის სამსახურის განმარტებით, თებერვალში ინფლაციური მონაცემების შემცირება წინა წლის მაღალი საბაზო მაჩვენებლითაა განპირობებული და არა უშუალოდ სამომხმარებლო ფასების მკვეთრი შემცირებით.

მიუხედავად წლიური მაჩვენებლის შემცირებისა, თურქეთში სამომხმარებლო ფასების დონე თვიდან თვემდე 3.15%-ით იზრდება, რასაც განსაკუთრებით ამწვავებს ერთწლიან ჭრილში ეროვნული ვალუტის მკვეთრი გაუფასურება.

მიუხედავად რეკორდული ინფლაციისა, თებერვალში თურქეთის ცენტრალურმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი დამატებით 50 საბაზო პუნქტით, 8.5%-იან ნიშნულამდე შეამცირა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები