მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თურქეთში ინფლაცია 57%-მდე შემცირდა

63dce1ac281e5
გიორგი თოლორდავა
03.02.23 14:33
585
თურქეთის მასშტაბით წლიური ინფლაციის დონე 64.3%-დან 57.7%-მდე შემცირდა.

სტატისტიკის სამსახურის განმარტებით, ინფლაციური მონაცემების შემცირება წინა წლის მაღალი საბაზო მაჩვენებლითაა განპირობებული და არა უშუალოდ სამომხმარებლო ფასების მკვეთრი შემცირებით.

მიუხედავად წლიური მაჩვენებლის შემცირებისა, თურქეთში სამომხმარებლო ფასების დონე თვიდან-თვემდე 6.65%-ით იზრდება, რასაც განსაკუთრებით ამწვავებს ერთწლიან ჭრილში ეროვნული ვალუტის მკვეთრი გაუფასურება.

მიუხედავად რეკორდული ინფლაციისა, ნოემბერში თურქეთის ცენტრალურმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი დამატებით 150 საბაზო პუნქტით, 10.5%-იან ნიშნულამდე შეამცირა.

აღსანიშნავია, რომ თავად ეროვნული ბანკის ხელმძღვანელმა, შაჰაპ კავჩიოღლუმ საჯაროდ აღიარა, რომ ინფლაციის წინააღმდეგ ბრძოლაში ცენტრალური ბანკი წარმატებული ვერ აღმოჩნდა.

კავჩიოღლუს განცხადება წინააღმდეგობაშია ქვეყნის პრეზიდენტის, რეჯეპ ტაიპ ერდოღანის რიტორიკასთან, რომელიც აქტიურად ამტკიცებს, რომ ინფლაცია კონტროლს ექვემდებარება და ის მოსახლეობისათვის პრობლემას არ წარმოადგენს.

ერდოღანის განცხადებით, მთავრობის პრიორიტეტი ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობაა, რასაც შემსუბუქებული მონეტარული პოლიტიკა კიდევ უფრო მეტად წაახალისებს.

აღსანიშნავია, რომ ერდოღანის არატრადიციულ ეკონომიკურ ხედვებთან წინააღმდეგობაში ყოფნის გამო, თანამდებობის დატოვება მოუწია თურქეთის ცენტრალური ბანკის ყოფილ პრეზიდენტ ნაჯი აგბალს, რომელიც ინფლაციის შესაკავებლად მონეტარული პოლიტიკის გამკაცრებას მოითხოვდა. ერდოღანმა აგრეთვე თანამდებობიდან გადააყენა ქვეყნის ფინანსთა მინისტრი ლუთფი ელვანიც, რომელიც, ასევე, არ იზიარებდა მის მაკროეკონომიკურ შეხედულებებს.
 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები