მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თურქეთში ინფლაცია 59%-მდე გაიზარდა

თურქული ლირა

4 სექტემბერს გამოქვეყნებული ოფიციალური მონაცემებით, თურქეთის მასშტაბით წლიური ინფლაციის დონე აგვისტოში 58.9%-მდე გაიზარდა, რაც 2022 დეკემბრის შემდეგ ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.

მიუხედავად იმისა, რომ ფასები გასულ აგვისტოსთან შედარებით თითქმის 60%-ით გაიზარდა, წინა თვესთან შედარებით მხოლოდ 9.1%-ით არის გაზრდილი, რაც თურქული ლირის გაუფასურებამ განაპირობა.

რვათვიანი კლების შემდეგ, ინფლაციამ ივლისში ისევ მატება დაიწყო და  წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 47.8%-ს მიაღწია. თურქეთში წლიური ინფლაციის ყველაზე დაბალი დონე ბოლო წელიწად-ნახევარში გასულ ივნისს - 38,2% იყო, ხოლო უმაღლესი მაჩვენებელი 2022 წლის ოქტომბერში - 85,5%.

Euronews-ის ცნობით, მიუხედავად იმისა, რომ ოფიციალური მაჩვენებლები მაღალია, შესაძლოა, ეს მონაცემები ვერ ავლენდეს პრობლემის მთლიანობას. ინფლაციის კვლევის ჯგუფის (Enag) დამოუკიდებელმა ეკონომისტებმა წლიური სამომხმარებლო ფასების ზრდა 128%-მდე დათვალეს.

თურქეთის ცენტრალურმა ბანკმა, ინფლაციის შესაჩერებლად ივნისის შემდეგ საპროცენტო განაკვეთი 8.5%-დან 25%-მდე გაზარდა. ივლისის ბოლოს, როდესაც ინფლაციამ კვლავ აჩქარება დაიწყო, ბანკმა პროგნოზებზე გადახედვის შემდეგ განაცხადა, რომ სანამ 2025 წელს ინფლაცია “სტაბილურობას” დაუბრუნდება”, იქამდე, 2023 წლის ბოლოს, ინფლაციის დონე 58%-ს მიაღწევს, რაც ორჯერ მეტია წინა პროგნოზთან შედარებით.

ცნობისთვის: თურქეთი 2019 წლის ბოლოდან განიცდის უწყვეტ ორნიშნა ინფლაციას, რაც ქვეყნის მასშტაბით ოჯახებისთვის ძალიან დიდი გამოწვევაა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები