მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თურქული ლირა რეკორდულად უფასურდება

თურქული ლირა რეკორდულად უფასურდება
BM.GE
31.07.23 13:44
284

თურქული ლირა რეკორდულ გაუფასურებას განაგრძობს, ამჯერად ერთი ამერიკული დოლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი 27 ლირას შეადგენს, რაც თურქული ვალუტის გაუფასურების ისტორიული მაჩვენებელია. ერთწლიან პერიოდში ლირის გაუფასურების დონე 36%-ს შეადგენს.

ბოლო პერიოდში ვალუტის გაუფასურება პირდაპირ კავშირშია ქვეყნის ცენტრალურ ბანკთან, რომელმაც მონეტარულ პოლიტიკასთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილება მიიღო. მარეგულირებელმა ქვეყანაში რეფინანსირების განაკვეთი 250 საბაზო პუნქტით გაზარდა, რის შედეგად განაკვეთმა 17.5%-ს მიაღწია. მართალია, ზემოხსენებული ინტერვენცია საკმაოდ მკვეთრია, თუმცა ინვესტორები ცენტრალური ბანკის მხრიდან 500-პუნქტიან გამკაცრებას ელოდნენ, ანუ ზრდის მაჩვენებელი ორჯერ მეტი უნდა ყოფილიყო.

ბუნებრივია, შედარებით მსუბუქი მონეტარული პოლიტიკა ტრეიდერებმა ნეგატიურად მიიღეს, რადგან ეროვნული ვალუტის სიმყარე პირდაპირაა დამოკიდებული საპროცენტო განაკვეთებზე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები