მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თურქეთში ინფლაცია 44%-მდე შემცირდა

6452536161050
BM.GE
03.05.23 16:24
698

თურქეთის სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად, 2023 წლის აპრილში თურქეთში წლიური ინფლაციის დონე 44%-მდე შემცირდა. შედარებისთვის, მარტში ინფლაციის დონე 50,5% ხოლო თებერვალში ინფლაციის დონე 55% იყო.

სექტორებს შორის ყველაზე მაღალი ტემპით, 66.6%-ით ჯანდაცვის სერვისები გაძვირდა, ხოლო ყველაზე დაბალი ტემპით 14%-ით ტანსაცმლის ღირებულება გაიზარდა.

რაც შეეხება ყველაზე მნიშვნელოვან - სურსათის სექტორს, აქ ფასების ზრდა 55%-ს შეადგენს.

ჯერჯერობით არ არის ცნობილი რა იყო თურქეთში პირველ კვარტალში ეკონომიკური ზრდის დონე, თუმცა მნიშვნელოვანი ეკონომიკური პარამეტრები გაუმჯობესებულია, მაგალითად, წლის პირველ სამ თვეში თურქეთმა 8.2 მილიონ საერთაშორისო ვიზიტორს უმასპინძლა (ზრდა 27%), ხოლო ტურიზმის შემოსავალმა 8.7 მილიარდ დოლარს მიაღწია.

2023 წლის მარტში თურქეთის ექსპორტი 4.4%-ით გაიზარდა და მან 23.5 მილიარდ დოლარს მიაღწია. 3.4%-ით გაიზარდა იმპორტი და ის 31.9 მილიარდი დოლარი იყო.

14 მაისს თურქეთში საპარლამენტო არჩევნები არის დაგეგმილი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები