მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თურქეთში ინფლაცია 61%-მდე გაიზარდა – ლირა რეკორდულად გაუფასურდა

ლირა ერდოღანი

თურქეთის სტატისტიკის ეროვნული სამსახური საგანგაშო მონაცემებს ასაჯაროებს, როგორც ჩანს, ქვეყანაში სამომხმარებლო ზრდის ტენდენცია ვერ იძლევა. სექტემბრის განმავლობაში თურქეთში წლიურმა ინფლაციის დონემ 61% შეადგინა, რაც თითქმის 2 პროცენტული პუნქტით მეტია წინა თვესთან შედარებით.

საბაზო ინფლაციასთან დაკავშირებით (Core CPI) ვითარება უფრო მძიმედაა და ფასების ზრდის მაჩვენებელი წლიურად 69%-ს აღწევს, რაც იმაზე მიუთითებს, რომ გაძვირების ტენდენცია ეკონომიკის ყველა ძირითად სექტორში ფიქსირდება. სამომხმარებლო ფასების გარდა, გაზრდილია პროდუქციის საწარმოო ხარჯებიც, უფრო კონკრეტულად, ინდექსის ზრდის მაჩვენებელი წლიურად 47%-ს შეადგენს, წინა თვესთან შედარებით კი საწარმოო ხარჯები ქვეყანაში თითქმის 3.5%-ითაა გაზრდილი.

აღსანიშნავია, რომ მაღალი ინფლაციის დასაძლევად თურქეთის ცენტრალურმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი 30%-მდე გაზარდა, რაც უაღრესად მკვეთრი მონეტარული ინტერვენცია იყო. მიუხედავად ამისა, ინფლაცია მაინც ვერ იძლევა, რაც თურქეთის მიმართ ინვესტორების განწყობას აუარესებს.

ამ ყველაფრის ფონზე, თურქეთის ეროვნული ვალუტა რეკორდულად გაუფასურებას განაგრძობს. დღეს ერთი ამერიკული დოლარის ოფიციალურმა გაცვლითმა კურსმა 27.5 ლირას მიაღწია, რაც ისტორიული მაქსიმუმია.

როგორც ჩანს, ეროვნული ვალუტის გაუფასურების შესაჩერებლად და ინფლაციის დასაძლევად თურქეთის ეროვნულ ბანკს უფრო მკაცრი ზომების მიღება მოუწევს.

უნდა აღინიშნოს, რომ ერდოღანის გადაწყვეტილებით, თურქეთის ცენტრალურ ბანკს ახალი ხელმძღვანელი ჰაფიზ ერქანი ჰყავს, რომელიც ტრადიციული ეკონომიკური პოლიტიკის მიმდევარია და არც „ერდოღანიზმის“.

ეროვნული ბანკის პრეზიდენტის შეცვლის გარდა, ერდოღანმა ქვეყნის ფინანსთა მინისტრიც შეცვალა. ამ პოზიციაზე ცნობილი ეკონომისტი, მეჰმეთ შიმშეკი დაინიშნა, რომელიც გლობალური ინვესტორებისათვის კარგად ცნობილი პიროვნებაა, რომელსაც სიმკაცრე და სტაბილურობა გამოარჩევს.

შიმშეკის და ერქანის დანიშვნა ინვესტორებისთვის იმის მაუწყებელია, რომ შესაძლოა თურქეთი ტრადიციულ ეკონომიკურ წყობას დაუბრუნდეს და ერდოღანმა თავისი ექსპერიმენტი დაასრულოს.
 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები