მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თურქეთში ინფლაცია გაიზარდა - ვალუტა რეკორდულად უფასურდება

თურქეთი

თურქეთის სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, ქვეყანაში სამომხმარებლო ზრდის ტენდენცია ვერ იძლევა. გასული თვის განმავლობაში თურქეთში წლიურმა ინფლაციის დონემ 68.5% შეადგინა, რაც თითქმის 1.5 პროცენტული პუნქტით მეტია წინა თვესთან შედარებით.

საბაზო ინფლაციასთან დაკავშირებით (Core CPI) ვითარება უფრო მძიმედაა და ფასების ზრდის მაჩვენებელი წლიურად 75.2%-ს აღწევს, რაც იმაზე მიუთითებს, რომ გაძვირების ტენდენცია ეკონომიკის ყველა ძირითად სექტორში ფიქსირდება.

აღსანიშნავია, რომ მაღალი ინფლაციის დასაძლევად თურქეთის ცენტრალურმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი 50%-მდე გაზარდა, რაც უაღრესად მკვეთრი მონეტარული ინტერვენცია იყო. მიუხედავად ამისა, ინფლაცია მაინც ვერ იძლევა, რაც თურქეთის მიმართ ინვესტორების განწყობას აუარესებს.

ინფლაციის დონის ზრდის ფონზე, უფასურდება ეროვნული ვალუტა. ერთი ამერიკული დოლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი 32 ლირას აღწევს, რაც თურქეთის ეროვნული ვალუტის გაუფასურების რეკორდული მაჩვენებელია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები