მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თურქეთში ინფლაცია შემცირდა

სავაჭრო ბრუნვა

თურქეთის მასშტაბით სამომხმარებლო ფასების ზრდის ტემპი შენელდა. როგორც სტატისტიკის სამსახური იუწყება, გასულ თვეს ქვეყანაში ინფლაცია 52%-მდე შემცირდა, ნაცვლად წინა თვეს დაფიქსირებული 62%-ისა, ანუ საქმე გვაქვს 10-პპ-იან კორექციასთან.

52%-იანი ინფლაცია გაცილებით უკეთესია ანალიტიკოსების მიერ პროგნოზირებულ მაჩვენებელთან შედარებითაც, რომელიც საშუალოდ 53-54% იყო.

ქვეყნის ფინანსთა სამინისტროს განცხადებით, ინფლაციის კლების პროცესი უკვე ოფიციალურად დაიწყო და ის მომავალშიც აუცილებლად გაგრძელდება. ოფიციალური უწყების განმარტებით, ფასების ზრდის ტემპის შენელება ცენტრალური ბანკის მიერ გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკით არის განპირობებული, რომელმაც რეფინანსირების განაკვეთი რეკორდულ 50%-მდე გაზარდა, რაც მსოფლიოში დაფიქსირებული ერთ-ერთი უმაღლესი მაჩვენებელია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები