მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თურქეთში შესვლის წესები და პირობები შეიცვალა - საქართველოს საელჩოს განცხადება

604a4695193b7
თამთა ჯიჯავაძე
11.03.21 20:41
10206
საქართველოს საელჩო თურქეთში მოქალაქეების საყურადღებოდ ინფორმაციას ავრცელებს. როგორც გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, თურქული მხარის გადაწყვეტილებით, კორონავირუსის გავრცელების პრევენციის ფარგლებში, შეიცვალა ქვეყანაში შესვლის წესები და პირობები. კერძოდ:

15 მარტიდან, თურქეთის ტერიტორიაზე შემომავალი უცხო ქვეყნის მოქალაქეები, ვალდებულნი არიან, მგზავრობამდე ბოლო 72 საათის განმავლობაში, შეავსონ ქვეყნის ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს ვებ-გვერდზე განთავსებული ელექტრონული განაცხადის ფორმა.

"აღნიშნული რეგულაციის მიზანია, კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევაში, გაადვილდეს დაინფიცირებული მოქალაქისა და მისი კონტაქტების გამოვლენის პროცესი. ამასთან, მგზავრის პირადი მონაცემების შეყვანის შემდეგ, სისტემა ავტომატურად ახდენს ე.წ. "HES“ კოდის გენერირებას, რაც საჭიროა ქვეყნის შიგნით გადაადგილებისას. განაცხადის შევსება შესაძლებელია მოცემულ ბმულზე", - წერს საქართველოს საელჩო თურქეთში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები