მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თურქეთში უმუშევრობის დონე შემცირდა

641c4be7b4b09
გიორგი თოლორდავა
23.03.23 16:51
629
თურქეთის მასშტაბით უმუშევრობის დონის კლების ტენდენცია ფიქსირდება. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, გასულ 2022 წელს ქვეყანაში უმუშევრობის დონემ 10.4% შეადგინა, ნაცვლად წინა წელს დაფიქსირებული 12%-ისა.

საერთო ჯამში, უმუშევარი მოქალაქეების რაოდენობა ერთ წელში 337,000-ით არის შემცირებული და ამჟამად 3.58 მილიონს შეადგენს. რაც შეეხება დასაქმებულებს, მათი რაოდენობა თურქეთში 30.7 მილიონს აღწევს.

უმუშევრობის დონე ყველაზე მაღალი, ტრადიციულად, 15-დან 24 წლამდე ასაკობრივ ჯგუფშია და საშუალო მაჩვენებელი 19.4%-ს შეადგენს.

განსაკუთრებით მაღალი უმუშევრობის დონე სოფლებსა და რეგიონებში ფიქსირდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები