მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

თურქმენეთში ზღვაზე გასასვლელის არმქონე განვითარებადი ქვეყნებისთვის გაეროს კონფერენცია იმართება

გაერო

თურქმენეთში, კასპიის ზღვის სანაპირო ქალაქ ავაზაში მსოფლიო ლიდერები, მინისტრები და ინვესტორები ათწლეულში ერთხელ ჩანიშნულ გაეროს კონფერენციაზე იკრიბებიან. მიზანი იმ 32 განვითარებადი ქვეყნის მხარდაჭერაა, რომლებსაც ზღვაზე გასასვლელი არ აქვთ და ამის გამო მათ ეკონომიკური განვითარების შესაძლებლობა ხშირად არ ეძლევათ.

"ავაზას მოქმედების პროგრამით" მხარდაჭერილი გაეროს რიგით მესამე კონფერენცია ზღვაზე გასასვლელის არმქონე განვითარებადი ქვეყნებისთვის, LLDC3, დაეთმობა თავისუფალ ტრანზიტზე, ჭკვიან სავაჭრო დერეფნებსა და ეკონომიკური მდგრადობის გაზრდისა საკითხებზე საუბარს.

საქმე ისაა, რომ იმ 32 ქვეყნისთვის, რომლებიც ყველა მხრიდან ხმელეთით არიან გარშემორტყმული და 570 მილიონ მოსახლეს აერთიანებენ, სავაჭრო ხარჯები 74%-ით უფრო მაღალია, ვიდრე გლობალური საშუალო მაჩვენებელი. გარდა ამისა, პროდუქტის ექსპორტ/იმპორტი ხშირად ორჯერ მეტ დროს მოითხოვს ვიდრე იმ ქვეყნებში, რომლებსაც საზღვაო პორტები აქვთ. სწორედ ამიტომ, ეს ქვეყნები მსოფლიო ვაჭრობის მხოლოდ 1.2%-ზე არიან პასუხისმგებლები.

გაეროში მიიჩნევენ, რომ გლობალური ეკონომიკური ცვლილებების ფონზე, არსებობს რისკი, რომ ეს ქვეყნები მსოფლიო ეკონომიკებს კიდევ უფრო მეტად ჩამორჩებიან, LLDC3 კი ამ ტრაექტორიის შესაცვლელად საუკეთესო შესაძლებლობებს ქმნის.

კონფერენცია თურქმენეთში 5-8 აგვისტოს ჩატარდება. საქართველოდან მას "ოცნების" პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე დაესწრება, რომელიც სიტყვითაც გამოვა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები