მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თურქული კომპანია Baykar-ი უკრაინის არმიას $15 მლნ-ის "ბაირაქტარებს“ უსასყიდლოდ გადასცემს

62ba18a20e8ef
ალა ისპირიანი
28.06.22 00:52
1190
თურქულმა კომპანია Baykar-მა გადაწყვიტა უკრაინის არმიას დრონები -  სამი Bayraktar TV2 უსასყიდლოდ გაუგზავნოს. აღსანიშნავია, რომ თურქული "ბაირაქტარების" შესაძენად უკრაინაში სერგეი პრიტულას საქველმოქმედო ფონდმა თანხაც კი შეაგროვა. თუმცა Baykar-მა გადაწყვიტა მათგან თანხა არ მიეღო და განაცხადა, რომ ტექნიკას უკრაინის ფრონტზე უფასოდ გააგზავნის.

„ვთხოვთ, რომ შეგროვებული თანხები უკრაინელ ხალხს ბრძოლაში მოხმარდეს“, - ნათქვამია Baykar-ის განცხადებაში.

აღსანიშნავია, რომ საჩუქარი 15 მილიონი დოლარის ღირებულებისაა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები