მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

თურქული ლირა რეკორდულ ნიშნულამდე გაუფასურდა

ლირა

საერთაშორისო სავალუტო ბირჟაზე თურქული ლირა ახალ ანტირეკორდს ამყარებს - დღეს მეზობელი სახელმწიფოს ეროვნული ვალუტა დამატებით გაუფასურდა და 1 ამერიკული დოლარის კურსმა 43 ლირას გადააჭარბა.

ერთწლიან პერიოდში ლირა თითქმის 18%-ითაა გაუფასურებული და ძირითად ვალუტებს შორის მას ყველაზე ცუდი შედეგი აქვს.

ლირის ბოლოდროინდელი გაუფასურება პირდაპირ კავშირშია დაუძლეველ ინფლაციურ პრობლემასთან და საერთაშორისო ინვესტორების მიერ თურქული აქტივების გაყიდვასთან, რასაც, თავის მხრივ, ქვეყანაში არსებული მაკროეკონომიკური და პოლიტიკური რისკები განაპირობებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები