მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„თურქული სახელმწიფოების არაფორმალური სამიტის ყარაბაღის დეკლარაციას" მოწერა ხელი - რა წერია საქართველოზე?

დეკლარაცია

6 ივლისს აზერბაიჯანის ინიციატივით ქალაქ შუშაში თურქული სახელმწიფოების ორგანიზაციის არაფორმალური სამიტი გაიმართა, რომელიც „ტრანსპორტის, ურთიერთკავშირებისა და კლიმატის ზემოქმედებით მდგრადი მომავლის მშენებლობას“ შეეხებოდა.

შეხვედრაზე, რომელშიც აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი, ყაზახეთის პრეზიდენტი ყასიმ-ჟომართ თოყაევი, ყირგიზეთის პრეზიდენტი სადირ ჟაპაროვი, უზბეკეთის პრეზიდენტი შავკატ მირზიევი, თურქეთის ვიცე-პრეზიდენტი ჯევდეთ ილმაზი, უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი, ჩრდილოეთ კვიპროსის თურქული რესპუბლიკა ერსინ თათარი მონაწილეობდნენ. მხარეებმა ხელი მოაწერეს „თურქული სახელმწიფოების არაფორმალური სამიტის ყარაბაღის დეკლარაცია“ შეთანხმებას, რომელიც ქვეყნების თანამშრომლობის განვითარებისა და ამ პროცესში კლიმატური გამოწვევების გადაწყვეტის მნიშვნელობას შეეხება.

დეკლარაციაში საუბარია ასევე შუა დერეფნის განვითარებაზეც, რომლის ერთ-ერთი მთავარი მოთამაშე საქართველოცაა. ამ საკითხთან დაკავშირებით 6 ივლისს ხელმოწერილ დოკუმენტში წერია:

„აძლიერებენ რეგიონალურ კავშირებს და ეკონომიკურ ინტეგრაციას წევრ სახელმწიფოებს შორის ტრანსკასპიური საერთაშორისო დერეფნის „აღმოსავლეთ-დასავლეთის“ (შუა დერეფნის) საშუალებით, რომელიც ევროპას, თურქეთს, სამხრეთ კავკასიას, ცენტრალურ აზიას და ჩინეთს როგორც მდგრადი განვითარების ქვაკუთხედი აკავშირებს. ეს დერეფანი ეკონომიკური განვითარების და საერთაშორისო ვაჭრობის გზით სავაჭრო ბრუნვის მოცულობებს ზრდის და პორტების, რკინიგზის, ავტომაგისტრალების და ლოგისტიკური კვანძების ინფრასტრუქტურაში ინვესტიციების მოზიდვას უწყობს ხელს“.

დეკლარაცია წევრ სახელმწიფოებს სატრანსპორტო ოპერაციების, საბაჟო პროცედურების და ციფრული ტექნოლოგიების ოპტიმიზაციის მიზნით გააქტიურებისკენ მოუწოდებს.

„ამ მიზნით ქვეყნების ტრანსპორტის მინისტრებს სატრანსპორტო და სატრანზიტო პროცედურების ოპტიმიზაციის და გაციფრულებისთვის შემდგომი ნაბიჯების შესრულება დაევალათ, ასევე კერძო სექტორისთვის დიდი ტვირთების მოზიდვისთვის სტიმულირების მექანიზმების დანერგვა და დერეფნის ფარგლებში რეგულარული სატრანსპორტო მომსახურების უზრუნველყოფა დაევალათ“, - ნათქვამია დოკუმენტში.

ამავე დოკუმენტში, მაღალი შეფასება ეძლევა ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის მოდერნიზებას და თურქეთს, აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის სამმხრივ ძალისხმევას ტვირთების საბაჟო კონტროლისა და ამ ხაზის გასწვრივ სატრანსპორტო საშუალებების გადაადგილებას.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები