მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

თუშეთის დაცული ტერიტორიის ფართობი იზრდება - რა შედეგებს ელიან კანონპროექტის ავტორები?

დაცული ტერიტორია
17.02.25 18:30
204

თუშეთის, ბაწარა-ბაბანეურის, ლაგოდეხისა და ვაშლოვანის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებსაქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე კანონპროექტი საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვის და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა მესამე მოსმენით განიხილა. კანონპროექტი კომიტეტს გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე იური ნოზაძემ წარუდგინა. ცვლილებების ინიციატორი და ავტორი გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროა.

კანონპროექტში ცვლილების შეტანის საფუძველზე თუშეთის დაცული ლანდშაფტი 2 245 ჰექტარით გაიზრდება და 34 280 ჰექტარს მოიცავს.

კანონპროექტის თანახმად, თუშეთის დაცული ლანდშაფტის ფარგლებში მოექცევა სოფელი ტბათანა მიმდებარე ტერიტორიით და ჩამოყალიბდება ტბათანას დაცული ლანდშაფტის უბანი. აღნიშნული წაახალისებს ტბათანას მდგრად განვითარებას, ხელს შეუწყობს ბიომრავალფეროვნების დაცვას, უნიკალური კულტურული ლანდშაფტის შენარჩუნებას და ეკოტურიზმის განვითარებას. ტერიტორიაზე ეკოტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობის შედეგად, გაიზრდება ვიზიტორთა რაოდენობა, რაც დადებითად აისახება ადგილობრივი მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობაზე.

აღსანიშნავია, რომ სოფელი ტბათანა და მისი მიმდებარე ტერიტორია თავისი მდებარეობით ერთგვარ მაკავშირებელ დერეფანს ქმნის ბაწარას სახელმწიფო ნაკრძალს, ილტოს აღკვეთილსა და თუშეთის დაცულ ტერიტორიებს შორის, რაც მთლიან ტერიტორიაზე ეკოლოგიური პროცესების უწყვეტობას უზრუნველყოფს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები