“თუშეთში მიღმა გზებისა და რიგი ინფრასტრუქტურული პრობლემებისა, მთავარ გამოწვევად რჩება საინფორმაციო დაფების არარსებობა, რომელიც წელს, შიდა ტურიზმის გაძლიერების ფონზე კიდევ უფრო გამოიკვეთა”, - ამის შესახებ, გადაცემა „საქმიან დილაში“ თუშმა გიდმა, თინათინ იდიძემ ისაუბრა.
მისი თქმით, თუშეთს აქვს მისი თვითმყოფადი კულტურისთვის დამახასიათებელი მთელი რიგი თავისებურებები, რომელთა დაცვის მიზნით, აუცილებელია ადეკვატური საინფორმაციო დაფების არსებობა.
„მაგალითად თუშეთში არსებულ, ზოგიერთ საკრალურ ადგილებში არ შეიძლება ქალების შესვლა, ამიტომ დაყენებული გვაქვს საინფორმაციო დაფა, სადაც ქალი არის გადახაზული ჯვრით. გვესმის, რომ 21 საუკუნეში ეს აკრძალვის მსგავსი გამოხატულებაა, დისკრიმინაციულია და მიუღებელია ჩვენთვისაც, თუმცა სხვა გზა და საშუალება არ გვაქვს, რომ მივაწოდოთ ინფორმაცია როგორც ტურისტებს, ასევე ადგილობრივებს. ამიტომ ვითხოვთ სასწრაფოდ შესაბამისი საინფორმაციო დაფების დაყენებას“- განაცხადა თინათინ იდიძემ.
მისივე თქმით, ამ ეტაპზე ძეგლთა დაცვის სააგენტოსთან ერთად მიმდინარეობს გარკვეული სტანდარტის შემუშავება იმისათვის, რომ ნაკლებად დისკრიმინაციული ნიშნები შეირჩეს და დამონტაჟდეს, თუმცა როდისთვის იქნება მზად, ჯერჯერობით პასუხი არ იციან.