მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თუთიყუშისთვის ლაპარაკის სწავლა, მეკარის დამატება - რა უცნაური დავალებები შეუსრულებია Wempler-ს?

Wempler

ქართული ტექნოლოგიური აპლიკაცია Wempler-ი ორი ტიპის ადამიანს აკავშირებს - იმათ, ვისაც დავალებების შესრულება სჭირდებათ და მზად არიან, ამისთვის თანხა გადაიხადონ და იმათ, ვისაც კონკრეტული სერვისის შესრულებით თანხის გამომუშავება სურთ. ამ დროისთვის, Wempler-ზე დავალებებს ხუთი ათასზე მეტი ვერიფიცირებული ადამიანი და 70-ზე მეტი კომპანია ასრულებს.

გამომდინარე იქიდან, რომ Wempler-ზე დავალებებს ფრილანსერები არსებობენ, ხშირად ხდება ისე, რომ ადამიანებს ერთობ უცნაური დავალებების შესრულება უწევთ. ამ თემაზე ვრცლად TECH INFORM-ში Wempler-ის თანადამფუძნებელმა და დირექტორმა, ალექსანდრე თავხელიძემ ისაუბრა და რამდენიმე უცნაური შემთხვევაც გაიხსენა.

“ადამიანს თუთიყუში ჰყავდა და სურდა, მისთვის ლაპარაკი ესწავლებინა, რისთვისაც Wempler-ის მეშვეობით ადამიანი დაიქირავა, რომელსაც ამ თუთიყუშისთვის კონკრეტული ფრაზები უნდა ესწავლებინა. ერთი საათის განმავლობაში იჯდა და ელაპარაკებოდა. ბევრი უცნაური დავალება იყო, მათ შორის ფეხბურთზე მეკარის დავალებაც.

კარგია, ადამიანები უცნაური დავალებებით რომ ინტერესდებიან, რადგან ხალხს არ სჯერა, რომ ასეთი საქმით, ერთი მხრივ, ფულის შოვნა შეიძლება, ხოლო მეორე მხრივ, იპოვო ადამიანი, რომელიც მისთვის უცნობ გუნდს კარში ჩაუდგება, თან ისე, რომ მისთვის ეს სამსახური იქნება”, - აღნიშნა ალექსანდრე თავხელიძემ TECH INFORM-ში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები