მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Tv Pirveli–ს, "სილქნეტის" სარეკლამო შემოსავლები გაიზარდა, "იმედში", "რუსთავი 2–ში" შემცირდა – ვინ არის ლიდერი?

60a368a999858
BM.GE
18.05.21 11:07
2176
2021 წლის პირველ კვარტალში ტელემაუწყებლების სარეკლამო შემოსავლები წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 3%-ით გაიზარდა და 14.5 მილიონი ლარი შეადგინა, – ინფომაციას კომუნიკაციების კომისია ავრცელებს.

მათი თქმით, ტელემაუწყებლების რეკლამებიდან 13.2 მილიონი ლარი პირდაპირ რეკლამასა და სპონსორობაზე მოდის. ჯამური სარეკლამო შემოსავლების ზრდა „ტელეკომპანია პირველს“, „სილქნეტს“, „ფორმულას“, ასევე „პოსტვს“, „ჯი-დი-ეს თი-ვის“ და „რ.ბ.ჯ“-ს ჰქონდათ, ხოლო „ტელეიმედის“, „რუსთავი 2“-ის, „მთავარი არხის“ და საზოგადოებრივი მაუწყებლის სარეკლამო შემოსავლებში კლება დაფიქსირდა.

არხების მიხედვით სარეკლამო შემოსავლები ასე გადანაწილდა:

ტელეიმედი - 5.3 მილიონი ლარი
რუსთავი 2 - 2.0 მილიონი ლარი
მთავარი არხი - 1.9 მილიონი ლარი
ტელეკომპანია პირველი - 1.2 მილიონი ლარი
სილქნეტი - 0.8 მილიონი ლარი
ფორმულა - 0.7 მილიონი ლარი
პოსტვ - 0.7 მილიონი ლარი
ჯი-დი-ეს თი-ვი - 0.6 მილიონი ლარი
რ.ბ.ჯ - 0.2 მილიონი ლარი
საზოგადოებრივი მაუწყებელი - 0.2 მილიონი ლარი
სხვა - 1.0 მილიონი ლარი

„შეგახსენებთ, რომ სარეკლამო შემოსავლები მოიცავს პირდაპირ რეკლამას, სპონსორობას, პროდუქტის განთავსებას, განცხადებებსა და ტელეშოფინგს“,– ნათქვამია მარეგულილრებლის განცხადებაში.

რაც შეეხება რადიო მაუწყებლების სარეკლამო შემოსავლებს, 2021 წლის პირველ კვარტალში წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 24%-ით შემცირდა. რადიოების სარეკლამო შემოსავლებმა ჯამურად 1.4 მილიონი ლარი შეადგინა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები