მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"TV პირველს” აკლია რეკლამა თუ “ფორმულას”?!.. “იმედი” და “პოსტვ” კანონიერად მუშაობენ|ირაკლი კობახიძე

ირაკლი კობახიძე

ირაკლი კობახიძემ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ეთერში, დებატების დროს, ქვეყანაში არსებულ მედიაპლურალიზმსა და მედიის თავისუფლებაზე ისაუბრა. მისი განცხადებით, მედიის თავისუფლება საქართველოში დაცულია და მას საფრთხე არ ემუქრება.

კობახიძემ ყურადღება გაამახვილა კრიტიკული და სახელისუფლებო ტელეარხების სარეკლამო შემოსავლებზეც და აღნიშნა, რომ ბაზარზე რეკლამა რეიტინგის პროპორციულად ნაწილდება.

I კვარტალში ტელევიზიებმა რეკლამიდან 25.6 მლნ-ის შემოსავალი მიიღეს

"tv “პირველს” აკლია რეკლამა თუ “ფორმულას”?!.. რეიტინგის პროპორციული რეკლამა არა აქვთ? რასაც დავპირდით ხალხს, რომ მედიის თავისუფლებას ვერავინ შელახავდა, შევასრულეთ. რასაც დავპირდით ქართველ ხალხს, რომ მედიის თავისუფლებას ვერც ბრიტანეთის ხელისუფლება და ვერც აქ ვერავინ ვერ შელახავდა, ის შევასრულეთ. ასევე მუშაობს დღეს ტელეკომპანია „იმედი“ სრულიად კანონიერად და ტელეკომპანია „პოსტვ“ სრულიად კანონიერად.

რაც შეეხება რეკლამას, სიმართლე არის ის, რომ თითოეულ ტელევიზიას აქვს რეიტინგის პროპორციული რეკლამა. ეს არის ის, რაზეც თავი შემიძლია დავდო. ნებისმიერ ქვეყანაში, მთავარი საზომი თავისუფლების, ზუსტად ეს არის, აქვს თუ არა ტელევიზიას მისი რეიტინგის შესატყვისი რეკლამა და ეს ასეა საქართველოში“, - განაცხადა პრემიერმა.

შეგახსენებთ, 24 თებერვალს, უკრაინაში ომის დაწყებიდან ზუსტად ოთხი წლის შემდეგ, ბრიტანეთის საგარეო საქმეთა, თანამეგობრობისა და განვითარების ოფისმა განაახლა რუსეთისთვის დაწესებული სანქციების სია. დიდი ბრიტანეთის მთავრობამ ფინანსური სანქციები დაუწესა საქართველოში მოქმედ ორ ტელევიზიას, „ტელეიმედსა“ და „პოსტივის“.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები