მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

თვალჭრელიძის ქუჩაზე, სადაც გამოსახლება მიმდინარეობს, პოლიციამ კიდევ რამდენიმე პირი დააკავა

2323

თბილისში, თვალჭრელიძის ქუჩაზე, სადაც დღეს იძულებით გამოსახლების პროცესი დაიწყო, პოლიციამ კიდევ რამდენიმე პირი დააკავა.

ადგილზე დაძაბული ვითარებაა. დღის განმავლობაში ადგილზე ხმაური რამდენჯერმე იყო. რამდენიმე ადამიანი დააკავეს დღის პირველ ნახევარშიც. უცნობია, თუ რამდენი პირია დაკავებული.

დღეს, 24 ივლისს თბილისში თვალჭრელიძის ქ. N1-ში იძულებით გამოსახლების პროცესი დაიწყო. აღსრულების ეროვნული ბიუროს ცნობით, საუბარია ამორტიზებული შენობა-ნაგებობაზე, სადაც 150-მდე ოჯახი, მათ შორის დევნილები ცხოვრობენ. თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ აღნიშნულ მისამართზე არსებული შენობა-ნაგებობები კერძო საკუთრებაშია და არც მუნიციპალიტეტის და არც იქ შეჭრილი ადამიანების საკუთრებას არ წარმოადგენს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები